საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო
დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და
წარმოდგენის ვადები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და
ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის საკონკურსო
საბუთების  წარმოადგენის ვადები:  2025 წლის  30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით.
მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.
საბუთების  ჩამონათვალი:
ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.

თარიღი: 23/05/2025